თავში

თავის მძიმე ტრავმის შემდეგ 24 წლის ბიჭი სრულად გამოჯანმრთელდა

თავის მძიმე ტრავმის შემდეგ 24 წლის ბიჭი სრულად გამოჯანმრთელდა
თავის მძიმე ტრავმის შემდეგ 24 წლის ბიჭი სრულად გამოჯანმრთელდა

თავის ტრავმა, გამოწვეული თავში ხის მორის მოხვედრისგან, 24 წლის გიორგისთვის ლამის საბედისწერო აღმოჩნდა. ახალგაზრდა ბიჭმა იმდენად მძიმე დაზიანება მიიღო, რომ კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის მესტიის საავადმყოფოდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების შეფასებით, პაციენტს ქალა-ტვინის ღია ტრავმა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის იმპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა და ჰემორაგიულ-კონტუზიური უბნები აღენიშნებოდა. ჰქონდა პოლიორგანული უკმარისობა და რესპირატირული მძიმე დისტრესი. პაციენტს მოტეხილი ძვლის ფრაგმენტების მოცილებისა და რეპოზიციის ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა.

როგორც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, ნეიროქირურგების გუნდმა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იხსნა.

პაციენტი ბინაზე ხანგრძლივი რეანიმაციული მკურნალობის შემდეგ დეფიციტის გარეშე გაეწერა. ის სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system