თავში

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს - თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა - PHOTO

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს - თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა - PHOTO
თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს - თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა - PHOTO

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს - ამ მოთხოვნით თბილისში „თეთრხალათიანთა“ მდუმარე აქცია გაიმართა. 
კლინიკა „მედი ქლაბ ჯორჯიაში“ დაწყებულ პროტესტს, სადაც დეფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ,  თბილისის 60-ზე მეტი კლინიკა, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები შეუერთდენენ. 

აქციაზე კომენტარი გააკეთა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ. თამილა ლაფანაშვილის თქმით, ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ ვაჟა გაფრინდაშვილის მოსანახულებლად ამ დროდმე არ შესულა. თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, თუ „წითელი ჯვარი“ მისი მეუღლის მონახულებას დღესაც ვერ შეძლებს, "წითელი ჯვრის" ოფისთან აქცია გაიმართება. 

„ჩვენ ვაპროტესტებთ ვაჟას უკანონოდ დაპატიმრებას. ვითხოვთ ერთადერთს, მის გათავისუფლებას. „წითელი ჯვარი“ კიდევ არ შესულა მასთან. თუ დღეს ვერ მოახერხებენ შესვლას, ჩვენ გავმართავთ საპროტესტო აქციას „წითელ ჯვართან“. ის საერთაშორისო ორგანიზაციაა და ყველა ველოდებით, რომ ვაჟას მოინახულებენ, რათა გამოიტანონ რეალური ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უკვე ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა იზოლატორში. ამიტომ, „წითელ ჯვარს“ ვთხოვთ, გააქტიურონ მოქმედებები” – აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილოს მეუღლე თამილა ლაფანაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას საქართველის სხვადასხვა ქალაქებიც შეუერთდნენ, მათ შორის ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი და ახალციხე. 

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. ის ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

საქმე ახალგორის ე.წ. -მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთა ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება. 

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად  მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.  

გუშინ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system