თავში

"თავს გრძნობენ ძალიან ცუდად" - სკოლაში 230 მოსწავლე და 3 მასწავლებელი არ გამოცხადდა

"თავს გრძნობენ ძალიან ცუდად" - სკოლაში 230 მოსწავლე და 3 მასწავლებელი არ გამოცხადდა
თავს გრძნობენ ძალიან ცუდად - სკოლაში 230 მოსწავლე და 3 მასწავლებელი არ გამოცხადდა

გორის მე-7 საჯარო სკოლაში 230 მოსწავლე და 3 მასწავლებელი მოწამლვის გამო ვერ გამოცხადდა. ამის შესახებ გორის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სავარაუდოდ წყლით არიან მოწამლულები.

"ორივე ცვლაში მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლაში არ გამოცხადდნენ 230 შეადგენს. დამრიგებლების ინფორმაციით მოსწავლეები მოწამლულები არიან. ამის გარდა 3 მასწავლებელი არის ცუდად, მათ აღენიშნებათ ტემპერატურა, თავს გრძნობენ ძალიან ცუდად და აღნიშნავენ, რომ მოწამლულები არიან წყლით", - განაცხადა გორის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა. 

გორში მოწამლულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. მოწამლულია გორის მე-7 საჯარო სკოლის 230 მოსწავლე და სამი პედაგოგი. 

ადგილობრივები დარწმუნებუილი არიან რომ ინტოქსიკაცია დაბინძურებულმა წყალმა გმოიწვია. ისნი პასუხსიმგებლობას წყალმომარაგების კომპანიას აკისრებენ.

კომპანიაში კი ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ აღებული სინჯების პასუხი პირველადი შედეგით, გორს სუფთა წყალი მიეწოდება

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, მოწამლულთა რაოდენობა გორში 50 იყო. არასრულწლოვანი პაციენტები სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" გუშინ საღამოდან თვითდინებით შევიდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system