თავში

თავს ვგრძნობ გადასარევად - იმნაძე - VIDEO

თავს ვგრძნობ გადასარევად - იმნაძე
თავს ვგრძნობ გადასარევად - იმნაძე - VIDEO

მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად.

„ამიტომ მინდა ყველა ჩემს კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო - იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში. ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში. პირველ დღეს რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი. იმედია, ჩემი კოლეგები, რაც უფრო მეტი დრო გავა, მეტი დარეგისტრირდება. თავს ვგრძნობ გადასარევად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, "ასტრაზენეკაც" ისეთივე მაღალი ხარისხის ვაქცინაა, როგორც "ფაიზერი".

"ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“ . ეს არის ერთნაირი ხარისხის, მაღალი ხარისხის ვაქცინები. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატეხეს ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ", - აღნიშნა იმნაძემ.

ცნობისთვის, პაატა იმნაძე საქართველოში პირველი ადამიანია, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system