თავში

,,თავზარდამცემი ინფორმაციაა... კორონავირუსით გოგი ბერიძე და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ" - თამარ ივერი

,,თავზარდამცემი ინფორმაციაა... კორონავირუსით გოგი ბერიძე და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ" - თამარ ივერი
,,თავზარდამცემი ინფორმაციაა... კორონავირუსით გოგი ბერიძე და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ - თამარ ივერი

სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი გოგი ბე­რი­ძე და მისი მე­უღ­ლე კორონავირუსით გარ­და­იც­ვალ­ნენ. ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საოპერო შემსრულებელი, ცნობილი სოპრანო თამარ ივერი ავრცელებს.

,,რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის. კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე. ძალიან განვიცდი. ეს ადამიანი უდიდესი დანაკლისია საქართველოს ინსტრუმენტული სფეროსი. მამას საყვარელი კოლეგა, შესანიშნავი ადამიანი და დიდი პროფესიონალი. ორმაგად მტკივნეულია რომ ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი ამაგდარი ადამიანის და მისი მეუღლის ბოლო გზაზე გაცილებას.

თავს გაუფრთხილდით მეგობრებო!! საფრთხე რეალურია", - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system