თავში

თბილ ოთახში ჯდომამ შედეგი არ გამოიღო - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და აქციას აანონსებს

თბილ ოთახში ჯდომამ შედეგი არ გამოიღო - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და აქციას აანონსებს
თბილ ოთახში ჯდომამ შედეგი არ გამოიღო - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და აქციას აანონსებს

დე ფაქტო ცხინვალის ციხეში, პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ. 

„რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა , თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა, ჩვენ სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი მიუხედავად პარტიული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, რომელსაც გულიშესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა ვიკრიბებით კვირას 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა.

მინდა მივულოცო ხელისუფლებას ხვალინდელი დღე,ის რომ ალფავიტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება, ვნახოთ ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“ - განაცხადა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანშვილმა.

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ცნობილი ექიმი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system