
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა.
დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.