
თბილისში, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის.
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
