თავში

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.

"ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.

N12 მარშრუტზე მოძრავ ISUZU-ს მარკის ოთხ ერთეულსა და N22-ზე მოძრავ სამ ერთეულ ავტობუსს BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებს

რაც შეეხება N58 მარშრუტზე მოძრავ ოთხ ერთეულ „ბოგდანის“ მარკის ავტობუსს, მათ BMC-ის მარკის ხუთი ავტობუსი შეცვლის. ასევე, N92 მარშრუტზე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ნაცვლად, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

N12 და N22 ავტობუსების ჩანაცვლების შედეგად, ISUZU მარკის გათავისუფლებული ავტობუსები N91 და N30 მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

საერთო ჯამში, დედაქალაქში „ბოგდანის“ მარკის 16 ერთეული ავტობუსი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system