თავში

თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 10 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის ხევის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თენგიზ აბულაძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელი ახალდაბას, აბაშიძის, რიგის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, გუდიაშვილის მოედნის, ბეთლემის აღმართის, ახოსპირელის, აბო-თბილელის, ლერმონტოვის, ჯიბლაძის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, ასკანის, ჰოვანეს თუმანიანის, კოტე აბხაზის, აბესაძის, კუფტინის, საიათნოვას, გრიგოლ-ხანძთელის, ვახტანგ ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის, დიუმას, პუშკინის, კალისტრატე ცინცაძის, საადის, ბოტანიკურის, აბანოს, სამღებროს, ირგვლივის, გორგასლის, დიდი ხეივნის, გულუას, უსახელოურის, ახალი რეხის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, კოტე აბხაზის, ლესელიძის, ტყავის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თორეთის და აბოვიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აბხაზის, დიუმას, პუშკინის და კალისტრატე ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, არტურ ლაისტის, მიკოლა ბაჟანის და ახმედ ჯავადის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ჩოლოყაშვილის I კვატრტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კარალეთის, ბოხუას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system