თავში

თბილისი არ არის მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა - ანა ბიბილაშვილი

თბილისი არ არის მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა - ანა ბიბილაშვილი
თბილისი არ არის მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა - ანა ბიბილაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ დედაქალაქში არის რამდენიმე ქუჩა, სადაც ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. იქ უჭირთ გადაადგილება ავტომობილებს და არ არის ტროტუარი და სანიაღრე სისტემაც კი. ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მან ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. 

“ვუსმენდით პრემიერ-მინისტრს როგორ იწონებდა თავს გზების მოწყობით და ითვლიდა თუ რამდენი კილომეტრი გზა დააგო მისმა მთავრობამ, თუმცა როგორც ჩანს მან განგებ გამოტოვა რამდენიმე ქუჩა. თბილისში ჩვენს თვალწინ რამდენიმე ქუჩაზე გზის არ ქონის გამო გადაადგილება არის შეუძლებელი.

მაცხოვრებლები თავიანთ სახლებთან ვერ მოდიან ტრანსპორტით, გადაადგილება უჭირს სასწრაფო დახმარების მანქანებსაც. თითქოს ეს უბნები არ ითვლება ქალაქის ნაწილად და აქ არ უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა. არ არის სანიაღვრე სისტემა, არ არის ტროტუარები. თბილისი არ არის მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, ეს ქალაქი არის ყველასი ვინც აქ ცხოვრობს და თანაბარ პირობებში ყოფნას იმსახურებენ.
სამწუხაროდ, ქალაქის მმართველობა ადამიანებს არ პასუხობს. არც ეს ქუჩები მიაჩნიათ ქალაქის ნაწილად და მათი დღის წესრიგში არსებული პრობლემების მოგვარებაც არ დგას", - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system