თავში

თბილისი-ათენი-თბილისი სპეცრეისის ბილეთების გაყიდვა ხარვეზის გამო შეწყდა

თბილისი-ათენი-თბილისი სპეცრეისის ბილეთების გაყიდვა ხარვეზის გამო შეწყდ
თბილისი-ათენი-თბილისი სპეცრეისის ბილეთების გაყიდვა ხარვეზის გამო შეწყდა

7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების რეალიზაციის დროს სისტემას ტექნიკური ხარვეზი შეექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია Georgian Airways ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, დღეს დილით 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა ვებ-გვერდზე. თუმცა, მათ ყიდვას ერთდროულად 552 მომხმარებელი შეეცადა, რამაც ხარვეზი გამოიწვია. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია დროებით შეჩერდა. 

"კომპანიამ, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონლაინ პლატფორმაზე. როგორც კომპანიის ტექნიკური პლატფორმის მონაცემები აჩვენებს, 10:02 წუთზე სისტემამ რეალიზაციისთვის გამოიტანა 10 ბილეთი, მოცემულ მომენტში საიტზე ერთდროულად შემოსული იყო 3278 მომხმარებელი და ამ 10 ბილეთის ყიდვას შეეცადა ერთდროულად 552 მომხმარებელი, ბილეთების რეალიზაცია მოხდა 8-9 წუთის მონაკვეთში", - აცხადებენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system