
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე შეზღუდვებია, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
,,თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ122 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.