თავში

თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა
თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა გაიმართა. ღონისძიება მობილობის ევროპულ კვიერულს უკავშირდება, რომელსაც თბილისი შეუერთდა. 

დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ამ სახის ინიციატივებს მერია მხარს მომავალშიც დაუჭერს.

ყველა ჩვენი პარტნიორი, როგორც საერთაშორისო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს ჩვენთან ერთად არიან. ვფიქრობ, თითოეული ასეთი ღონისძიება ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ცნობიერების ამაღლებასა და იმ საქმეში, რასაც სუფთა თბილისი და სუფთა ჰაერი ჰქვია“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მობილობის ევროპული კვირეულის მოწოდებაა „ნულოვანი გამონაბოლქვი, მოძრაობა ყველასათვის“. ღონისძიება „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით და გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

2002 წლიდან, სექტემბერში, ევროპის ბევრი ქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს აღნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system