თავში

"თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს

"თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
თბილისი პრაიდი განცხადებას ავრცელებს

"თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სოლიდარობას უცხადებს.

"5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-მდე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. 

გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. 

გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ის გამბედაობა, თავდადება, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ გამოიჩინა "პრაიდის" კვირეულის გაშუქებისას და ქვიარ თემის მხარდასაჭერად",- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system