თავში

თბილისი "პურის ფესტივალს“ მასპინძლობს

თბილისი "პურის ფესტივალს“ მასპინძლობს
თბილისი პურის ფესტივალს“ მასპინძლობს

თბილისის ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ მიმდინარეობს. ღონისძიებაზე წარმოდგენილია ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

ორი დღის განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს ხორბლის ქართული გავრცელების შესახებ შექმნილი შემეცნებითი ილუსტრაცია.

„პურის ფესტივალი“ თეატრალიზებული დღეს წარმოდგენით გაიხსნა, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები იყო გაცოცხლებული. მოწყობილია სადეგუსტაციო სივრცეები და იმართება თემატური გათამაშებები. გამოფენილ ფოტოებზე ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

მეორე საფესტივალო დღე ხვალ 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system