თავში

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი იკეტება - ვის არ ეხება შეზღუდვები

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი იკეტება - ვის არ ეხება შეზღუდვები
თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი იკეტება - ვის არ ეხება შეზღუდვები

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები გაამკაცრა. დღეს, 21:00 საათიდან საქართველოს 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტება.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა აიკრძალება. 

შეზღუდვა გარკვეულ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს.

დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

დ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

ე) ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

ვ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

ზ) სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

თ) მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

ი) სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

კ) საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

ლ) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

მ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

ასევე, მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს და მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

დადგენილება, რომელიც მთავრობამ 14 აპრილს მიიღო, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system