თავში

"თბილისი ცენტრალთან“ მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა

"თბილისი ცენტრალთან“ მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა
თბილისი ცენტრალთან“ მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა

„თბილისი ცენტრალის“ მიმდებარედ, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ "სენტას" ხანძარი გაუჩნდა. დაშავებულია ხუთი პირი. მათ შორის, ერთი ქალი, ერთი არასრულწლოვანი და სამი მამაკაცი. ინფორმაცია ამის შესახებ Report.ge-ს თვითმხილველებმა მიაწოდეს. მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკებში გადაიყვანეს. 

როგორც Report.ge-ს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, კლინიკაში შეიყვანეს სამი პაციენტი. მათგან ორი რეანიმაციაში, ხოლო ერთი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system