თავში

თბილისი - ზუგდიდის რეისზე მატარებელი რელსებიდან გადავიდა - VIDEO

თბილისი - ზუგდიდის რეისზე მატარებელი რელსებიდან გადავიდა - VIDEO
თბილისი - ზუგდიდის რეისზე მატარებელი რელსებიდან გადავიდა  - VIDEO

თბილისი-ზუგდიდის სარკინიგზო რეისზე მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მგზავრების ევაკუაცია ვაგონებიდან უკვე განხორციელდა. 

"ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system