თავში

თბილისიდან რუსთავის ციხემდე საპროტესტო მსვლელობა იმართება

თბილისიდან რუსთავის ციხემდე =მსვლელობა იმართება
თბილისიდან რუსთავის ციხემდე საპროტესტო მსვლელობა იმართება

ოპოზიცია მხარდაჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.  ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვენ.

პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათ ასევე სურთ, რომ აღნიშნული მსვლელობით ნიკა მელია გაამხნევონ. 

"ეს არის, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ნიკას მიმართ. გვინდა რომ გავამხნევოთ. მნიშვნელოვანია ემოციურად, როცა ამხელა სოლიდარობას ხედავ და შენი მეგობრები არიან შორიახლოს. რა თქმა უნდა, ასეთი აქციები იქნება ძალიან ხშირად და უფრო ფართომასშტაბიანი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system