თავში

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარები აიცრნენ - PHOTO

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარები აიცრნენ - PHOTO
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარები აიცრნენ - PHOTO

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. 

ხანდაზმულთა პანსიონატის 12 ბენეფიციარი და 15 თანამშრომელი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

"დღეიდან ჩვენ დავიწყეთ მათი ორგანიზებული აცრა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ორშაბათს დაგეგმილია ქუთაისის პანსიონატში მსგავსი აქციის ჩატარება, რათა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის ვისთვისაც კოვიდპანდემია ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს მაქსიმალურად დროულად შევქმნათ უსაფრთხო გარემო," - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

7 მაისის მონაცემებით საქართველოში 54 687 აცრაა ჩატარებული.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system