თავში

თბილისის 2 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის 2 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის 2 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, ზაქარია მაისურაძის, ბაბილოძის და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system