თავში

თბილისის 6 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის 6 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის 6 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის 6 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

კრწანისის რაიონი

15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ლისის, ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ანდრო ბიწაძის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ნოდარ ანდღულაძის, ტუსკიას, ქარელის, ზურაბ ქაფიანიძის, იყალთოს, ტეხურის, ნატახტარის, ბაკურციხის, პანკისის, ფანასკერტელ-ციციშვილის, გურამ ბზვანელის, წინაუბნის, ბახტრიონის, ტაშკენტის, ცინცაძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, სარიშვილის, ბაქრაძის, ხახულის და მაღლაკელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, ნოე რამიშვილის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის, ბერი გაბრიელ სალოსის და კაკაბეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, გაგრის, ლიბანის, დავით სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system