თავში

თბილისის 6 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის 6 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 21 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი -10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ელდარის, საცხენისის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ზურაბ ჩაჩუას, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი -10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, ხიზაბავრის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი -10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, მიჩურინის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, არდაზიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ოდესის, ონიაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, გაბრიელ ისაკაძის და მირზა გელოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი - 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს, ცაიშის, ქვალონის, აბაშის და მეორე ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი -10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი - 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, კერესელიძის, გუნიას და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system