თავში

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა - ამის მიზეზად შსს შენობაში მიტოვებული ჩანთის აღმოჩენას ასახელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადგილზე გამნაღმველები მუშაოდნენ, თუმცა, საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system