თავში

თბილისის ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

​თბილისის ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა
თბილისის ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

შოკოლადის ფესტივალს თბილისის ბოტანიკური ბაღი მასპინძლობს. აქ 25-მდე კომპანიის ხელნაკეთი შოკოლადი და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ტკბილეულია წარმოდგენილი. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და შეიძინონ საახალწლო ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე დაესწრნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღისთვის უკვე ტრადიციად იქცა და ის არის საახალწლო თემატიკის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება თბილისში.როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ფესტივალი ძალიან დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. წელს შევეცადეთ, უფრო სასიამოვნო და მიმზიდველი გაგვეხადა ეს წინასაახალწლო ზეიმი. აქ არიან სპეციალურად მოწვეული თოვლის პაპა და ფიფქიები, რომლებიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან პატარებისთვის“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის.

შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს 12:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system