თავში

თბილისის ელკესიებში მრევლის სიმცირეა - PHOTO

თბილისის ელკესიებში მრევლის სიმცირეა - PHOTO
თბილისის ელკესიებში მრევლის სიმცირეა  - PHOTO

ამ ეტაპისთვის, მდგომარეობა მშვიდია, ეკლესიებში ბევრი ხალხი არ შეიმჩნევა და ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ეკლესიაში მობილიზებულია შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეულ ეკლესიაში მოქალაქეების უსაფრთხოებას, მოუწოდებენ, დაიცვან სოციალური დისტანცია და, შესაბამისად, ყველა პოლიციელს აქვს დავალება, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობების დაცვის თაობაზე, უზრუნველყოს.

"რაც შეეხება დარღვევებს, როგორც მოგეხსენებათ, 21:00 საათიდან დაიწყო "კომენდანტის საათი", ამ ეტაპისთვის, დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. რაც შეეხება შემდგომ დარღვევის ფაქტებს, მოგვიანებით მოგახსენებთ. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა მშვიდია, ეკლესიებში მრევლის დიდი რაოდენობა არ შეინიშნება და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ გაგებით ეკიდება ამ სიტუაციას და საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია და შესაბამისი ღონისძიბები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system