თავში

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აცნობა. 

"ჩვენთან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან. გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი. აქედან მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ 5 პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია" - განმარტა მან. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"იცით, რომ გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ვადებიდან გამომდინარე, ჯერ ადრეა მათთვის გამოჯანმრთელებაზე ტესტის გაკეთება, ალბათ, რამდენიმე დღეში მათთანაც დავიწყებთ ტესტირებას" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 6 ადამიანი.

ამ დოისათვის, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 156 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 5107 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 534. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system