თავში

თბილისის ინფექციურში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თბილისის ინფექციურში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
თბილისის ინფექციურში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე თბილისის "ინფექციურიდან" 25 გამოჯანმრთელებული პირი გაწერეს. 
"170 ინფიცირებული პაციენტიდან გამოჯანმრთელებულია 36. აქედან 25 - ჩვენი პაციენტია. მათ დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული შეემატება. დღეს დილით ჩატარდება ტესტირება და მისი პასუხების მიხედვით, საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ერთი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია - 36. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system