თავში

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 9 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ალიხანიანის, ლაგოდეხის, სევანის, ფაღავას, ირბახის, წურწუმიას, იორის, ლადო მესხიშვილის, გონაშვილის და ცისკრის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოროდინის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ფაღავას და ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, აბასთუმანის, ცაბაძის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ვიქტორ დოლიძის, კიტა ბუაჩიძის, ლიხაურის, კოსტავას და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შროშის (ნაწილობრივ) და ქუთათელაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ლერი ლაგურაშვილის და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system