თავში

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები სახელდება.

უბნების ჩამონათვალს report.ge გთავაზობთ:

მთაწმინდის რაიონი

05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიის, თარხნიშვილის, ლუარსაბ შარაშიძის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სოფიკო ჭიაურელის, კოტე მახარაძის, შიო მღვიმელის და ანანურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, ვერეს შესახვევის, ვერეს დაღმართის, სანაპიროს, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ახვლედიანის, მედეა (მზია) ჯუღელის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, შინდისის, ამაღლების,ოქროყანის და ჭოველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, V კვარტლების, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ზურაბ აბულაძის, რომანოზ ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II, V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების II კვარტლის და ფრანგულიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ჟღენტის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, პაბლო პიკასოს, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის და დავით თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system