თავში

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს აჩერებს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს აჩერებს
თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს აჩერებს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს,- ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. კალაძის განცხადებით ტენდერის შეჩერების მიზეზი COVID19-თან დაკავშირებით არსებული რეალობაა.

„რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე, რომ საწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვილებების შეტანა, ბევრ პროექტზე უარი ვთქვათ იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში. შესაბამისად, ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული იქნება შეჩრებული. სამწუხაროდ,ასევე შეჩერდდება ბევრი სხვა პროექტი. თუ რომელი პროექტი, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system