თავში

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქში მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გზავრებს ვერ მოემსახურება.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 3-დან 12 მაისის ჩათვლით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ამოქმედდება.

ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გზავრებს ვერ მოემსახურება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 3-დან 12 მაისის ჩათვლით, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system