თავში

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე, რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. დაიგო ასფალტის საფარი 14 500 კვ.მ ფართობზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ „ჯიარჯი“ განახორციელა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან კი, 1 130 000 ლარი დაიხარჯა.

საავტომობილო მოძრაობა აღდგა ჭანტურიას ქუჩაზეც, სადაც გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდა ძველი თბოქსელი, ჩატარდა მიწის სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე, სულ 2 500 კვ.მ ფართობზე.

ასევე, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა ასფალტის ქვედა ფენის დაგება ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად გადაადგილდებიან.

პარალელურად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის მეორე ფენის დასაგებად ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system