თავში

თბილისის მერია: კარვები დასაწყობებულია და სურვილის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა

თბილისის მერია: კარვები დასაწყობებულია და სურვილის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა
თბილისის მერია: კარვები დასაწყობებულია და სურვილის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონის მოწყობის შესახებ. 

როგორც report.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ადგილზე განთავსებული კარვები დასუფთავების სამსახურმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აიღო, ინფრასტრუქტურა დასაწყობებულია და სურვილის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა. 

„დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში. 

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი გუშინ ღამით აიღო. თბილსერვისის წარმომადგენლებმა ტერიტორია წყლის ჭავლით ჩარეცხეს, რის შემდეგაც ადგილზე საბავშვო ატრაქციონები და საახალწლო დეკორაციები დაამონტაჟეს. 

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system