თავში

თბილისის მერია მთავარი არხის სიუჟეტს პასუხობს

თბილისის მერია მთავარი არხის სიუჟეტს პასუხობს
თბილისის მერია მთავარი არხის სიუჟეტს პასუხობს

დედაქალაქის მერია ტელეკომპანია "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტში განვითარებულ ნარატივს, რომელშიც საუბარია, თითქოს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შეცდომით განხორციელდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდა, სიცრუეს უწოდებს. უწყების ცნობით სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. 

"მიმდინარე წლის ოქტომბერში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელმა“ დაასრულა სადმელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გამყრელიძის ქუჩაზე 527 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. სისტემის დაერთება მოხდა ბარამიძის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ტრანშეაგაიჭრა, ასფალტის საფარიც დაიგო.

რაც შეეხება სადმელის ქუჩას, სადაც გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 60 წელია არ განხორციელებულა, გზა კაპიტალურად შეკეთდა, სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა სრულყოფილად.

სანიაღვრე კოლექტორზე, რომელიც მოეწყო წესების სრული დაცვით, სავარაუდოდ, დაერთებულია თვითნებურად მოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) მილი, რაც დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. საუბარია წლების წინ კომპანია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ასევე,მოსახლეობის მხრიდან თვითნებურად დაერთებულ წყალარინის მილებზე, რომელთა განცალკევება, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ.

ამ ეტაპზე, წყალარინების პრობლემას იკვლევს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირებამოყვება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system