თავში

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად შეცვლიან.

ამ სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისის ბოლომდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების სქემა არ შეიცვლება.

პროექტის მომდევნო ეტაპზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას დისკომფორტისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system