თავში

თბილისის მერიამ უკანონო ნაგებობების ნგრევა განაახლა

თბილისის მერიამ უკანონო ნაგებობების ნგრევა განაახლა
თბილისის მერიამ უკანონო ნაგებობების ნგრევა განაახლა

დღეს, 23 დეკემბერს, დილით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე თბილისის მერიამ უკანონო ნაგებობებს ნგრევა განაახლა.

დღეს ამოიწურა 4-დღიანი ვადა, რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა უკანონო ნაგებობების მეპატრონეებს დემონტაჟისთვის მისცა.

ადგილობრივების თქმით, ისინი ღია ცის ქვეშ რჩებიან და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. მუნიციპალური ინსპექცია პოლიციასთან ერთად მათთან დილის 7 საათზე სპეცტექნიკით მივიდა და უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო.

უკანონო შენობა-ნაგებობების ნგრევის პროცესი, მერიამ 15 დეკემბერს ე.წ. აფრიკის დასახლებაში, 12 მშენებარე სახლის დანგრევით დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system