თავში

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, თბილისის მერიასთან  აქცია გამართეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვისა და კომენტანტის საათის რეგულაციის ძალაში დატოვება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, მერიის ტერიტორიაზე  შესასვლელი სამანქანო გზა, ჯაჭვით ჩაკეტეს. 

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მამუკა ჯუღელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რიგითი მოქალქეები სამსახურში წასასვლელად ათობით კილომეტრს ფეხით გადიან, რაც უსამართლობაა. 

"იმ არალეგიტიმურმა მთავრობამ, რომელმაც გააგრძელა კომენდანტის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდვა, დროულად მოხსნას ყველა რეგულაცია, რომელიც ღარიბ ფენას კიდევ უფრო აღარიბებს. კეთილი ინებოს კახა კალაძემ, სხვა მინისტრებმა და მაღალჩინოსნებმა, როგორც რიგითი ადამიანები პურის საშოვნელად ყოველდღე სამსახურში წასავლელად ათობით კილომეტრს ფეხით გადიან, ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება", – განაცხადა  ჯუღელმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა,   უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა. როდის რა შეზღუდვა მოიხსნება - ყველაფერი დეტალურად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system