თავში

თბილისის მერმა საზეიმო მიღება გამართა

თბილისის მერმა საზეიმო მიღება გამართა
თბილისის მერმა საზეიმო მიღება გამართა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დილომატებისათვის და „თბილისობასთან“ დაკავშირებით საქართველოში ჩამოსული დელეგაციებისათვის საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას საპატიო თბილისელებიც ესწრებოდნენ.

„ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი უნიკალური კულტურით, სტუმართმოყვარეობით და ორიგინალობით მის სიყვარულში გვაჯიბრებს როგორც მასპინძლებს, ასევე ჩვენს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. თბილისი თითოეული ჩვენგანის ქალაქია და სწორედ თქვენი, თბილისის მეგობრების ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ, ის გავხადოთ კიდევ უფრო განვითარებული და უფრო მიმზდველი ყველასთვის“, - თქვა მისასალმებელ სიტყვაში კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა რამდენიმე ქალაქთან დაძმობილების და პარტნიორობის იუბილეებს, რომელიც წლევანდელ თბილისობასთან ერთად აღინიშნა.

მიღებაზე იმყოფებოდნენ ამანის, ლუბლინის, ლვოვის, ბიალისტოკის, ერევანის, ვილნიუსის, რიგის, ტალინის, ნანტის, ზაარბრიუკენის, ხარკოვის, ბიშკეკისა და ალ დაიენის (დოჰა) დელეგაციები.

დღევანდელი ღონისძიების პარალელურად, ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის 5 წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პოლონელი ხელოვანების არტურ პოპეკისა და რომან კრავჩენკოს გამოფენა გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system