თავში

თბილისის მერმა უწყების 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა უწყების 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა
თბილისის მერმა უწყების 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს და აღნიშნული უწყების დაახლოებით, 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში გააცნო და განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად გადავლახოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომელიც გვაწუხებს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ კახა კალაძე. ჩემს უკან დგას 29 000 ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად, თავიანთი საქმიანობით აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს განსხვავებული, ლამაზი და შენარჩუნებული ის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ქალაქს გააჩნია. ესაა ის დიდი გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი – ყველას ძალისხმევით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თქვენი – რიგითი მოქალაქეების თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი მართლაც განსხვავებული იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system