თავში

თბილისის მეტრო 55 წლისაა - PHOTO

​თბილისის მეტრო 55 წლისაა
თბილისის მეტრო 55 წლისაა - PHOTO

დედაქალაქის მეტრო 55 წლისაა. 1966 წლის 11 იანვარს თბილისის მეტროს “დიდუბე” “რუსთაველის” 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას ულოცავს მეტროს იუბილეს, განსაკუთრებით, თანამშრომლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქალაქს ემსახურებიან.

მათივე ცნობით, დედაქალაქის მეტრო ყოველდღიურად 400-დან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურება.

"1966 წლის 11 იანვარი თბილისის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ დღეს თბილისის მეტროს “დიდუბე” “რუსთაველის” 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა მეტროს ინფრასტრუქტურის წინსვლამ ზოგადად, ქალაქის განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა, რადგანაც ის გახსნის დღიდან თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ყველაზე პოპულარული, უსაფრთხო და სრწაფი გადაადგილების საშუალება გახდა.

თბილისის მეტროს დღესაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. ის ყოველდღიურად 400-დან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system