თავში

თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

​თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა
თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა და დღეს კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა.  

"გარდაიცვალა 50 წელს გადაცილებული მამაკაცი. ის მემანქანე ინსტრუქტორი იყო და დეპოგლდანში მუშაობდა. მას 17 ნოემბრიდან უფიქსირდებოდა ტემპერატურა და გადავიდა თვითიზოლაციაში, 20 ნოემბერს ჩაუტარდა "პისიარ" ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი.  სამწუხაროდ ის დღეს კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა, მას კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა", - განუცხადეს Report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system