თავში

თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება
თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

ორშაბათიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაწყებულია ავტობუსების ჩანაცვლება-განახლებაც, რაც გაგრძელდება და წლის ბოლომდე დასრულდება. 

„ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია, 300 ერთეული მიკროავტობუსი შესყიდულია, რომლის პრეზენტაცია უკვე გვქონდა და აქედან 120 მიკროავტობუსი უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი, რაც მიკროავტობუსებს სჭირდება. 

ორშაბათიდან დამატებით კიდევ, 180 ახალი მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც მნიშვნელოვანია.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, რომელიც უკვე დაწყებულია და წლის ბოლოს ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შესყიდული გვყავს ავტობუსები, ველოდებით მათ შემოსვლას და ამით უკვე ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system