თავში

თბილისის მთავრობის დამტკიცება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის მთავრობის დამტკიცება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის მთავრობის დამტკიცება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, თბილისის საკრებულოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება. 

ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა ბანერები და პლაკატები აქვთ მიტანილი ასეთი წარწერებით: ,კახი ნაგვამდის”, „რამდენი იშოვე კალაძე”, ,,კ-ახია შენზე” და სხვა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელთაც ცენტრალური შესასვლელი აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებენ - ,,მიშა, მიშა“.

ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულო თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დაამტკიცებს.

სხდომა საკრებულოში 16:00 საათზე დაიწყო.

თბილისის 10 რაიონის გამგებელი მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system