თავში

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, - ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო.

,,მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა", - აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system