თავში

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 25 თებერვალს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედანის, ასათიანის, გუდიაშვილის და პუშკინის ქუცების მცხოვრებლებს. 

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გუდამაყრის, სანზონის, ღრმაღელეს, სანერგეს, ჩარგლის, ქვიშხეთის და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების, ღრმაღელეს, ქსნის, თიანეთის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, ჭირნახულის, იუმაშევის, მშვიდობის, უცნობის, თვალჭრელიძის, ქინძმარაულის, საფერავის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის და ალექსანდროულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, შალვა ნუცუბიძის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციის, გამრეკელის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნაფეტვრების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და დიდგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დარასელიას, ანაგის, გურიელის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის, შარტავას, კანდელაკის და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კოსმონავტების სანაპიროს და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system