თავში

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას, ბახტრიონის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ჩხავერის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ზემო მეტალურგიულის, თავკვერის, ველისთავის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზაქარია მაისურაძის, გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების და წყაროთუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭიჭიკო ბენდელიანის, საყვირის, ზესტაფონის და სერგი ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და ვაკის რაიონები
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ზიჩის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system