თავში

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაისის, ღლონტის, გურამიშვილის, ღრმაღელეს, ქართლის, კნოლევის, თმოგვის, გვაზაურის, გუდამაყრის და ქსოვრელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, სოფელი ლისის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, მინდელის და ძოწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, გაბრიელ ისაკაძის, მირზა გელოვანის, ლვოვის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, არდაზიანის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, მგალობლიშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის და ჭრელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, იუსტინე ჩუბუნიძის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და შინდისის მცხოვრებლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system