თავში

თბილისის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება

თბილისის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ხვალ, 14 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩატარდება.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურში მოეწყობა დამატებითი ტუმბო-აგრეგატი. ასევე, წყლის ნაკადების ეფექტურად მართვისთვის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული შეიცვლება.

"GWP ბახტრიონის სატუმბო სადგურზე ტექნიკურ სამუშაოებს 14 მაისს, 14:00 საათზე დაიწყებს და 15 მაისის დილის 08:00 საათზე დაასრულებს. აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ბარნოვის, ნაფარეულის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის, დოლიძის, კოსტავას, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ლვოვის, გელოვანის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს. ბობ უოლშის ქუჩას, „ახალ თბილისს“, ოლიმპიურ ქალაქს, აღმაშენებლის ხეივანს და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ყიფიანის, ქიქოძის, ჟვანიას, აბაშიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, წავკისის, ოქროყანის და შინდისის ქუჩებს; მელიქიშვილის გამზირს, ჭოველიძის, ზანდუკელის, ქიაჩელის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, პეტრიაშვილის, შანიძის, ლარსის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; პუშკინის, აბესაძის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანის დასახლებას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას ქ. N21-ს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system